კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-2 კლასელებმა დედებს 3 მარტი შთამბეჭდავი ღონისძიებით მიულოცეს
05-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით იზეიმეს, რომელშიც მეორეკლასელები იყვნენ ჩართულნი. 

„ადამიანურ გრძნობათა შორის, დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის“ - ამ იდეით განმსჭვალულმა  II კლასის პატარებმა დედიკოებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს უპირობო სიყვარული და მათი გულები ზღვა ემოციით აავსეს.

ფერად სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, მარავალფეროვანი ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

„დედა - ეს გახლავთ ღმერთის სახელი შვილების გულებში“, - ამ ემოციური სიტყვებით კი, დასრულდა ღონისძიება, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203