
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თავიანთ ემოციებს გულწრფელად გამოხატავენ და მეტად შემოქმედებითები იქნებიან.
სწორედ ასეთ გარემოში აღინიშნა დედის დღეც.
„დედა-ზრუნვის, თავდადების, თავგანწირვისა და გაუთავებელი სიყვარულის განსახიერებაა. ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს მათ უპირობო სიყვარულს... 3 მარტი - დღე, რომელიც ეძღვნება მსოფლიოს ყველა დედას“,- ამ იდეით შთაგონებულმა მოსწავლეებმა, დედებს დიდი სიყვარულით დაუმზადეს მისალოცი ბარათები, შექმნეს ხელოვნური ყვავილები და დღესასწაული მშობლებს საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
„გმადლობთ ყველა იმ დღისთვის, რაც მოგვეცით ჩვენ გვიყვარხართ!“, - ამ სიტყვებით, დედების მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატეს სკოლაში.
დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და ძალიან სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: