კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელთა საგანმანათლებლო მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში
28-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს, რაც ყოველთვის ხდება ბავშვების მოტივაციის წყარო.

ამჯერად, ბუნების გაკვეთილზე l კლასის მოსწავლეებმა გარეული ცხოველები და მათი საბინადრო გარემო უფრო დეტალურად გაიცნეს, ხალისით „იმოგზაურეს“, ცხოველთა სამყაროში და ცნობიერება აიმაღლეს. 

აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, ბავშვებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და დასასრულს, სახალისო აქტივობაც შეასრულეს. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და დრო ხალისიანად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203