
„ნუთუ არსებობს ბავშვი, რომელსაც ტკბილეული არ უყვარს?“, - სკოლა „ჰელიოსში“ ნამდვილად არა! სწორედ ამიტომ, აქტიურად იმართება ტკბილი გაკვეთილების სერია.
სკოლა ჰელიოსის, ამჯერად lllა კლასში, მე და საზოგადოების შესწავლის ფარგლებში „ყველაზე ტკბილი გაკვეთილი“, ჩატარდა და მასში მოსწვალეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ.
ცხადია, გაკვეთილის მთავარი თემაც, სწორედ „ტკბილეული“, იყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყოჩაღმა პატარებმა მიიღეს ინფორმაცია ჯანსაღი კბილების შესახებ, გაეცნენ ტკბილეულის დადებით და უარყოფით მხარეებს და მიღებული ინფორმაცია კლასელებს გაუზიარეს.
მოსწავლეებისთვის დღე ძალიან სახალისო და ამავდროულად ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: