კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ
27-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, ამას სკოლაში დანერგილი არაფორმალური განათლებაც განაპირობებს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საგაკვეთილო პროცესის დროს, რადგან მოსწავლეს უფრო მეტი ინტერესი უჩნდება იმ თემისადმი, რომელსაც პროგრამით გათვალისწინებული მოკლე საინფორმაციო ტექსტები იძლევა.

სწორედ ამ მიზნით, VII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს.

მოსწავლეებმა მოინახულეს 4100-მდე ექსპონატი. ასევე, ამ უძველესი საკრავების ჟღერადობასაც ადგილზევე ეზიარნენ და საოცარი ემოციებით დაიმუხტნენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დაკვირვებით ისმენდნენ სათითაო ინსტრუმენტის შექმნის, წარმომავლობისა და გავრცელების ისტორიას. 

დღე ძალიან სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203