კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა მოეწყო
26-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, ვიქტორინა მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო. 

„ვიქტორინა ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში, თუ წრეობრივი მუშაობის დროს მიღებული ცოდნის შეჯამება- განმტკიცებასა და ინტეგრირებას. ასევე, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესის საინტერესო ღონისძიებებით გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლა „ჰელიოსის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს შიდასაკლასო ვიქტორინაში. კლასი გაიყო სამ გუნდად. მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი მასალა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებთან დაკავშირებით და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203