„ხატვის გაკვეთილები ყველაზე სახალისოა ჩვენი მოსწავლეებისთვის“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-4 კლასელებმა გრაფიკული ნამუშევრები შექმნეს 
22-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

„ხატვის გაკვეთილები ყველაზე საინტერესო და სახალისოა ჩვენი მოსწავლეებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში და გაკვეთილებს, სწორედ მოსწავლეთა სურვილებს არგებენ, სწორედ ამიტომ ყოველთვის მაღალია მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო გრაფიკული ნამუშევრები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა უკვე იციან რა არის გრაფიკა და რა ელემენტები გამოიყენება გრაფიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრებში ნაკლებ როლს თამაშობს ფერადოვნება, მათი ნამუშევრები ნამდვილად გამორჩეულია. 

სკოლა დიდი სიამოვნებით გვიზიარებს მოსწავლეთა ნამუშევრებს, რათა დავტკბეთ მათი შემოქმედებით და შევაფასოთ ისინი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203