კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მეხუთეკლასელებმა თეატრში სტუმრობა ტრადიციად აქციეს
21-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეებს კულტურული ღირებულებები ჩამოუყალიბონ და ხელოვნებისადმი პატივისცემის გრძნობა და ინტერესი გააღვივონ.

სწორედ ამ მიზნით, მე-5 კლასის „ჰელიოსელებისთვის“ უკვე ტრადიციად იქცა თეატრში ვიზიტი, სცენაზე გაცოცხლებული პიესების ყურება და მსახიობების მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის ხილვა. 

„იცოდით, რომ თეატრის ძველი ქართული სახელწოდება სახილველი იყო აი, მეხუთეკლასელმაჰელიოსელებმა“ კი იციან და ხშირადაც სტუმრობენ თეატრს დადებითი ემოციებისთვის და განტვირთვისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ ახალგაზრდები თეატრისადმი ინტერესს გამოხატავენ.

ამჯერად, მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ და იხილეს სპექტაკლი - „ფრთხილად ადამსები“. 

თეატრიდან დაბრუნებულმა მოსწვალეებმა კი, საკლასო ოთახში ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203