კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მეორეკლასელები ინგლისურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
21-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სასწავლო პროცესი ყოველთვის ხალისით, ორიგინალური აქტივობებითა და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს. 

ასეთივე ინტერესითა და ხალისით, მეორეკლასელები, ინგლისურ ენაზე ცხოველების სახელები ისწავლეს და უკვე შეუძლიათ შინაური და გარეული ცხოველების დასახელება. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იმისთვის რომ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია იყოს კომფორტული, აუცილებელია, პირველ რიგში, ხშირად გამოყენებული ლექსიკის ათვისება - რაც მეორეკლასელებმა წარმატებით შეძლეს და  ცხოველების შესწავლა დაასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები საყვარელ ცხოველზე და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

სკოლა, გვიზიარებს საინტერესო და ფერად ფოტოებს: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203