
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებების ციკლით აღინიშნა, გამონაკლისი არც lა კლასი ყოფილა.
ამ დღესთან დაკავშირებით, lა კლასის მოსწავლეებს, სკოლის ბიბლიოთეკაში, უფროსკლასელებმა მხატვრული ლიტერატურა წაუკითხეს.
პატარებმა სახალისო მოთხრობები მოისმინეს, ისინი უფროს მეგობრებთან ერთად განიხილეს, შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კითხვა და რატომ უნდა უყვარდეთ წიგნები.
დღე ემოციებით სავსე, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის.
იხილეთ ფოტოები: