
კერძო სკოლა „ჰელიოსი“ ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური გაკვეთილებითა და მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად ხალისიანი, სასიამოვნო გარემოს შექმნით.
ამჯერად, მე-4ა კლასში გაიმართა საინტერესო გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა გამოკითხეს მშობლები, გაიგეს ინფორმაცია მათი წინაპრების შესახებ და გააკეთეს გენეალოგიური ხეები.
სკოლაში აღნიშნეს, რომ გენეალოგიური ხე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ადამიანის წინაპართა შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ საკუთარი წარმომავლობა - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა კი, წინა თაობები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
დღე სახალისო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: