
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ზუსტად იციან რა ახარებთ პატარებს, ამიტომაც lllბ კლასში „ყველაზე ტკბილი გაკვეთილი“, ჩატარდა, გაკვეთილი, რომელშიც ყველა ბავშვი დიდი სიხარულით ჩაერთო.
„იცოდით, რომ ტკბილეული არის ის, რაც „აიძულებს“, ყველა ადამიანს გაიღიმოს და ბედნიერი იყოს? და როგორც ამბობენ, ყველა გონიერ და ნიჭიერ ადამიანს უყვარს ტკბილეული“, - სწორედ ამ მოტივით გაიმართა გაკვეთილი, სახელწოდებით - „ტკბილეული“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა მიიღეს ინფორმაცია ჯანმრთელი კბილების შესახებ და თავად გაეცნენ ტკბილეულის ისტორიისა და მისი საზიანო/სასარგებლო თვისებებს.
გაკვეთილი მოსწვალეებისთვის დასამახსოვრებელი, მრავლისმომცველი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: