
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი, შემეცნებით აქტივობებთან ერთად, დატვირთულია სახალისო თამაშებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან.
„როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია? - გავახალისოთ მათი ინგლისური ენის გაკვეთილები...დავეხმაროთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში!“, - ამ მოტივით, მოსწავლეები ერთმანეთს სახალისო თამაშში - spelling bee, ეჯიბრებიან.
„დავხვეწოთ მათი მართლწერის უნარები“, - ეს თამაშის მთავარი მიზანია, 4ბ კლასის მოსწავლეები კი მასში, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
პირველი ეტაპის შემდეგ, გამოვლინდნენ გამარჯვებული, რომელიც აგრძელებს ბრძოლას და ემზადება spelling bee-ის ჩემპიონატისთვის.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ, ვეხმარებით და ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: