
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახება.
ერთ-ერთი ასეთი საინტერესო, სახალისო და წარმტაცი აქტივობაა - „ზღაპრის კეთილი გზავნილები“.
VI კლასის მოსწავლეებს რუსული ენის გაკვეთილზე, მიეცათ საშუალება, რომ მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ პრაქტიკაში, მასალა ნათლად, მაგალითებით წარმოეჩინათ, თითოეულ საკითხზე საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.
მოსწავლეები აქტივობაში ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
„ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო: