გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
15-02-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლაში, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. კონსულტანტ მასწავლებელი ლია მარგიშვილი ბავშვებს პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგის ქალის ბარბარე ყიფიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა.
მოსწავლეები პედაგოგს გულისყურით უსმენდნენ. მათ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობა მოსწავლეებს შემეცნებით უნარებს უვითარებს.
11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს