კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
15-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ, მოზარდებს სთავაზობენ მრავალფეროვან ლიტერატურას, ასწავლიან კითხვის კულტურას და წიგნი კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ ინიციატივას. 

IV კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს წიგნის საჯაროდ კითხვის დღის კვირეულში მოისმინეს უფროსკლასელების მიერ წაკითხული სულხან-საბა ორბელიანის სხვადასხვა იგავ-არაკი, განიხილეს თითოეული მათგანი და ჩაებნენ საინტერესო დისკუსიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203