
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეებში ხელოვნებისადმი სიყვარულისა და კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბებას ექცევა ყურადღება.
„რა ძალა აქვს ხელოვნებას?“ - ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად Vბ კლასის „ჰელიოსელები“, თეატრს ესტუმრნენ და ნახეს სპექტაკლი - „ფრთხილად, ადამსები!“.
როგორ სკოლაში აღნიშნავენ, ხელოვნებას შეუძლია მკითხველთა, მსმენელთა თუ მაყურებელთა სულში აღძრას ისეთი განცდა, რომელიც შემდეგ გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს მის მსოფლმხედველობაზე, ცხოვრებისეულ მოვლენებისადმი დამოკიდებულებასა და სიკეთის ცნებაზე.
სწორედ სიკეთის ცნებისა და თეატრის ხელოვნების გააზრების მიზნით, მოეწყო გასვლითი ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს წარუშლელი შთაბეჭდილება და დადებითი ემოციები მიანიჭა.
იხილეთ ფოტოები: