„ფერები“ - გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ხელოვნების გაკვეთილი
15-02-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, დაწყებითი კლასის პედაგოგის - იულია გონჩაროვას ხელმძღვანელობით ღია გაკვეთილი ხელოვნებაში თემაზე - „ფერები“ ჩატარდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პედაგოგმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა ბავშვებს.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა დაასახელეს თბილი და ცივი ფერები, მოიყვანეს მაგალითები რომელი ფერი რა ნივთთან ასოცირდება.
ერთმა ჯგუფმა ნახატი თბილი ფერების გამოყენებით დახატა, მეორე ჯგუფმა კი ცივი ფერების გამოყენებით. ბოლოს კი, ბავშვებმა, დაფაზე ორ ჯგუფად გადაანაწილეს მათი ნახატები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს