
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, პედაგოგები მოზარდებს სთავაზობენ თემებს, რომლებიც მათ მეტ ინტერესს იწვევს, ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება.
„ცვლილებები, რომელიც დროსთან ერთად, მოზარდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში ხდება, საინტერესო და მიმზიდველი თემაა X კლასის მოსწავლეებისათვის საკითხის ღრმად შესწავლისათვის“, - გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებმა კომუნიკაციის ფორმად - ინტერვიუ აირჩიეს და ისაუბრეს თემაზე - „როგორები ვიყავით ხუთი წლის წინ და როგორები ვართ დღეს“.
საუბარი ფრანგულ ენაზე წარიმართა, რამაც კიდევ უფრო სასიამოვნო ელფერი შესძინა ინტერვიუს.
იხილეთ ფოტოები: