კერძო სკოლა „ჰელიოსის“ შემოქმედებითი მოსწავლეები და მათ გონებრივ განვითარებაზე მზრუნველი პედაგოგები
14-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ და მათ ინოვაციურ მიდგომებს, საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, ხშირად მიმართავენ მეცნიერებასაც. 

„ყველას გვსმენია, რომ ადამიანი გონების შესაძლებლობების ძალიან მცირე ნაწილს იყენებს. მეცნიერების უმრავლესობის აზრით, არსებული მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელია გონების განვითარებით - სავარჯიშოების რეგულარული შესრულებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ამიტომ სკოლა ჰელიოსის VIა კლასს დაევალა გარკვეულ დროში, ფიქსირებული 6 სიტყვისგან მოთხრობის მოფიქრება.

მოსწავლეებმა ფანტაზია არ დაიშურეს. შედეგად, შექმნეს ძალიან მრავალფეროვანი, მხიარული და საინტერესო მოთხრობები. შესანიშნავად შეძლეს ამ სიტყვების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამბის თხრობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203