კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები სამყაროს ექსპერიმენტებით ეცნობიან 
13-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსშიექსპერიმენტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალებების შეთავაზებას, დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მოტივით, მე-5 კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელშიც თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ჰელიოსელები“ ჯადოსნურ სამყაროს ექსპერიმენტული გამოცდილებით ეცნობიან - სწორედ ასე გაეცნენ მეხუთეკლასელები ვულკანს და მისი ამოფრქვევის გამომწვევ მიზეზებსა თუ შედეგებს. 

მოსწავლეებმა, ვულკანის ვიზუალური მხარის ქიმიური იმიტაციაც შეასრულეს, კერძოდ, მასწავლებლის ხელმძღვანელობით ამონიუმის ბიქრომატის დაშლით, ქიმიური ვულკანი შექმნეს და საოცარი სანახაობა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვულკანის ამოფრქვევა ხშირად მოულოდნელი და ძალზე საშიშია.

მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს, იმ ფაქტს, რომ ლავა ძირითადად შედგება გამლღვალი სილიკატური მინერალებისაგან, თუმცა შედგებილობის მიხედვით განარჩევენ ლავას ორ ძირითად ტიპს: ბაზალტურსა და სილიკატურს

ექსპერიმენტალური გაკვეთილი შთაბეჭდილებებით აღსავსე, დადებითი ემოციებით დამუხტული და დაუვიწყარი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

​იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203