კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მეორეკლასელები საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას ლიტერატურული ღონისძიებით შეუერთდნენ
13-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას, მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებასა და წიგნების სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სასკოლო საზოგადოება საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას აქტიურად შეუერთდა, ამჯერად კი ასპარეზზე II კლასი გამოვიდა.  

პატარები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ კამპანიაში და მეტად გაიღრმავეს ცოდნაც, მოსმენის კულტურაც და მეგობრების სიყვარულიც. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა გაიაზრეს ვოლტერის ფრაზა: „მოგვეცით უფლება, ვიკითხოთ წიგნები და ვიცეკვოთ მუსიკის ფონზე - ორი გასართობი, რომელიც ვერასოდეს ავნებს მსოფლიოს“, - ამ იდეით განმსჭვალულებმა კი, მეტად დააფასეს წიგნიერი საზოგადოების ფასი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203