„გრაფიკა ხელოვნებაში და მისი ელემენტები” - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკალესელებმა გრაფიკული ნამუშევრები შექმნეს
13-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, 1-ელიკლასის „ჰელიოსელებმა“ უბრალო ფანქრების მეშვეობით გეომეტრიულ ფიგურებზე შეასრულეს შუქ-ჩრდილები. ისწავლეს რა არის გრაფიკა და რა ელემენტები გამოიყენება გრაფიკაში, ასევე შუქჩრდილის მნიშვნელობა და გამოყენება გრაფიკულ ნამუშევარში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ აქტივობის მიზანია, „ჰელიოსელებმა“ იცოდნენ, რომ გრაფიკული ნახატი ძირითადად ხაზის გამომსახველობაზე და შავ-თეთრ ფერებზეა აგებული. მასში ნაკლებ როლს თამაშობს ფერადოვნება. 

ნახატის შესაქმნელად ავტორი იყენებს, გრიფელს, გრაფიტს, იტალიურ ფანქარს, სანგინას, ნახშირს, ცარცს, ტუშს, მელანს, კალამს, პასტელს - სწორედ ამ ტექნიკით, პატარა მხატვრებმა დიდი მონდომებით უმუშავეს გრაფიკული ნამუშევრების შექმნაზე და მასწავლებლის მოწონებაც დაიმსახურეს. 

„ადამიანებს, საგნებს და სხვა ძირითად ფორმებს მხატვარი ნახატში გადმოსცემს ხაზის საშუალებით, საგნის მოცულობას კი ჩვენი თვალი ძირითადად შუქ-ჩრდილის საშუალებით აღიქვამს“, - ეს იდეა გაიაზრეს პატარებმა და თავიანთ ნამუშევრებში, შუქისა და ჩრდილის გამოსახვას ეცადნენ, რაც საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203