გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა 
13-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობები გაიმართა, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა კლასში მათი საყვარელი ნაწარმოებები წაიკითხეს, მათ შესახებ იმსჯელეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.

ბავშვებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203