მოგზაურობა უძველეს დროში - საინტერესო აქტივობა კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასში
12-02-2024
კერძო სკოლა „ჰელიოსის“, მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მათ სურვილებს მორგებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, შემეცნებით და ამავდროულად, სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

მიდგომა, რომელიც ყოველთვის გამოარჩევს სკოლის პედაგოგებს, ყოველთვის იწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას და სასწავლო პროცესში მათ აქტიურობას. 

ამის დასტური, IV კლასში ჩატარებული გაკვეთილია.

მოსწავლეებმა უძველეს დროში იმოგზაურეს და მიიღეს ინფორმაცია იმ ხანაში მცხოვრები ადამიანების შესახებ, მათ გაიგეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ, შრომობდნენ და ნადირობდნენ ისინი. 

ბავშვებმა აღწერეს ნადირობის სურათები და დაამზადეს იარაღები, რომლებსაც უძველესი ადამიანები ნადირობის დროს იყენებდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა საკმაოდ სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203