„წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი - ბედნიერება“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
12-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიებების ციკლი გრძელდება. 

ამჯერად, საზეიმო კვირეულს VI, VI კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ, მოსწავლეებმა მათი საყვარელი ნაწარმოებები ერთმანეთს გაუზიარეს, შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს და კითხვის მნიშვნელობაც გაიაზრეს. 

„პიროვნება, რომელიც 5 წლის შემდეგ იქნები, დამოკიდებულია იმ წიგნებზე, რომლებსაც წაიკითხავ და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გვერდით გეყოლება“, - აღინიშნა ღონისძიებაზე, რამაც მოსწავლეები მეტად დააფიქრა და მისცა სტიმული, რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ. 

„ნუ იკითხავთ, რა უნდა წაიკითხოთ ამა და ამ ასაკში. უბრალოდ იკითხეთ ის, რაც გსურთ. წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი – ბედნიერება“, - ეს სიტყვები კი დღის ლაიტმოტივი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203