უდაბნოს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
12-02-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა. 

7 თებერვალს, მასშტაბურ კამპანიას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შეუერთდნენ, ხმამაღლა წაიკითხეს საბავშვო მოთხრობები და უყურეს ვიდეოს - „რატომ არის წიგნის კითხვა სასარგებლო“, წიგნის კითხვის სარგებლიანობაზე. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრნენ მშობლები, რომლებმაც ასევე ხმამაღლა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ, დამრიგებლები: 1 კლასი - სოფო გიბიშვილი; 2 კლასი - ნათია ფიცხელაური; 3 კლასი - თამუნა ავალიანი; 4 კლასი - ნინელი ფარჯიანი; 5 კლასი-მაია დადვანი და 6 კლასი - როზა თავაძე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203