
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეებში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებასა და მათში კულტურული ღირებულებების დანერგვაზე.
ამჯერად, სიკეთის ცნებისა და თეატრის ხელოვნების უკეთ გააზრების მიზნით, მე-6ბ კლასის მოსწავლეები სპექტაკლს - „ფრთხილად ადამსები“, დაესწრნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ხელოვნება“ არის ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვა ნაწარმოებში. ეს ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, მხატვრობას, თეატრსა და ფოტოგრაფიას - სწორედ ამ იდეით განმსჭვალული მოსწავლეები, თეატრში სასცენო ოსტატობასა და სამსახიობო ხელოვნებასა დიდი ინტერესით ეზიარნენ.
ვიზიტი ემოციებით დატვირთული, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებითვის, ისინი შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ შინ.
იხილეთ ფოტოები: