
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი არა მხოლოდ აკადემიური და ცოდნაზე ორიენტირებულია, არამედ შემოქმედებითი, კრეატიული, მოსწავლეებს სურვილებს მორგებული და ხალისიანია.
ამის ნათელი მაგალითია მე-5ა კლასში ჩატარებული, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა იმუშავეს აქტივობის ბარათებზე, რომლებზეც სახალისო დავალებები და საინტერესო საინფორმაციო ტექსტები იყო განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო ფურცელზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა განტვირთვის მიზნით, შესაბამისი ილუსტრაციებიც დახატეს, რამაც მათ განწყობა უფრო აუმაღლა.
იხილეთ ფოტოები: