„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - წაკითხული წიგნების პრეზენტაცია და მხატვრულად გაჟღერებული ვეფხისტყაოსანი კერძო სკოლა „ჰელიოსში“
09-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, კითხვის კულტურის ჩამოყალიბებას, მოსწავლეებში მახატვრული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებასა და წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლა 2 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებით შეუერთდა. 

„იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“- ამ დევიზით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ხმამაღლა, მხატვრულად წაიკითხეს ვეფხისტყაოსნიდან სტროფები და არდადეგებზე წაკითხული წიგნების პრეზენტაციაც გამართეს. 

დღე ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი, ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203