კერძო სკოლა „ჰელიოსის“ X კლასის მოსწავლეები ავიატორთა საქმიანობას გაეცნენ 
07-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და სხვადსხვა სფეროს შესახებ საჭირო ინფორმაციას აცნობენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროფესიის არჩევა სულაც არ არის მარტივი.

„იმისათვის რომ პროფესია სწორად შევარჩიოთ აუცილებელია პირველ რიგში კარგად გავიცნოთ საკუთარი თავი და სწორად გავაანალიზოთ საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები!“, - ამ მოტივით, სკოლა ეხმარება მოსწავლეებს იპოვონ საყვარელი საქმიანობა და დაინახონ თავიანთი თავები რომელიმე სფეროში. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლის X კლასის მოსწავლეები აქტიურად ეცნობიან სხვადასხვა პროფესიას და უნივერსიტეტს, რათა სამომავლოდ სწორი არჩევანი გააკეთონ. 

ამჯერად, მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, დაათვალიერეს ორივე კორპუსი, მოისმინეს პრეზენტაცია, მიიღეს ინფორმაცია თუ რა პროფესიის დაუფლების საშუალება ექნებათ აღნიშნულ უნივერსიტეტში და ინფორმაციით დატვირთულები დაბრუნდნენ შინ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203