„ჩემი ხელწერა“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-2 კლასში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
07-02-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, აქტიურად იმართება საინტერესო, შემეცნებითი თუ შემოქმედებითი კონკურსები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან და თავიანთ უნარებს წარმოაჩენენ. 

ამჯერად, II კლასში კალიგრაფიის კონკურსი - „ჩემი ხელწერა“, ჩატარდა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ კალიგრაფია, როგორც ლამაზად წერის ტექნიკა და როგორც ხელოვნება, უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. 

„კალიგრაფიულად წერისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ესთეტიკა: ქართული ანბანი იმდენად მუსიკალურია, იმდენად ხატოვანია, რომ შეუძლებელია, ლამაზად წერო და შენს შინაგან სამყაროზე წარუშლელი კვალი არ დატოვოს, არ დაიხვეწოს შენი მხატვრული ხედვა და ესთეტიკა“, - ამ მოტივით სკოლაში კალიგრაფიულად წერას პოპულარიზაციას უწევენ და ცდილობენ მოსწავლეები წაახალისონ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203