
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, 1-ელ ა და 1-ელ ბ კლასებს შორის სპორტის გაკვეთილზე ჩატარდა შეჯიბრი.
მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მხიარული სპორტული აქტივობების ფარგლებში ბავშვებმა მაქსიმალურად გამოავლინეს უნარები - მოხერხებულობა, სისხარტე, გუნდურობა და ერთმანეთს დაეხმარნენ შესანიშნავი შედეგების მიღებაში.
„აქტიური ჩართულობისა და ასპარეზობის საფუძველზე შეჯიბრების დასასრულს საერთო ანგარიში - ფრე დადგა. მეგობრულად და მხიარულად ჩაიარა ამ აქტივობამ პირველ კლასებს შორის“,- აღნიშნავენ სკოლაში.