გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენის შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი
30-01-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის, ინგლისური ენის პედაგოგის - სათენოკ სირაკანიანის ხელმძღვანელობით მე-5 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - New year traditions in different countries. 

მოსწავლეებმა, თემაზე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს, მოყვნენ თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში და რა საინტერესო ტრადიციები აქვთ.

სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. პედაგოგმა ბავშვებს სახალისო აქტივობები შესთავაზა. 

მეხუთეკლასელებმა გამოიცნეს ახალ წელთან დაკავშირებული გამოცანები და ბოლოს გაკვეთილი სიმღერით დაასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოავლინეს ენის კარგი ცოდნა, იყვნენ აქტიურები და ხალისიანად ერთვებოდნენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ დავალებებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203