კერძო სკოლა „ჰელიოსში“ უცხოური ენების კათედრის ორგანიზებით, კულტურული საღამო გაიმართა
25-01-2024

„ყოველი ახალი ენის შესწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს სხვადასხვა კულტურის პერსპექტივიდან აღიქვას სამყარო და გახდეს უფრო ტოლერანტული მოქალაქე“- აღნიშნავენ თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სადაც უცხოური ენების ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას დიდი მნიშვნელობა ექცევა. 

ახლახან, „ჰელიოსის“ უცხოური ენების კათედრის ორგანიზებით, სკოლაში გაიმართა კულტურული საღამო, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს: იტალიის, სამხრეთ კორეის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, მექსიკის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების კულტურული მახასიათებლები: ენა, ისტორია, სამოსი, თანამედროვე ხელოვნება, სამზარეულო და ა.შ.

სკოლა საუცხოოდ ფერადი, საინტერესო და სასიამოვნო დღის ამსახველ ფოტოებს გვიზიარებს:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203