უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სემესტრი საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს
08-01-2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა იმართება. 

მათ შორის, პირველი სემესტრის ბოლოს, მერვე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებმა კაფე-საღამო მოაწყვეს. მის ფარგლებში, მოსწავლეები ერთმანეთს შემდეგ ექვს ნომინაციაში: მხატვრული კითხვა, სიმღერა, ცეკვა, დადგმა, ლიტერატურული გმირის განსახიერება, ბლიცი შეეჯიბრნენ.

ღონისძიების მზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული კლასის დამრიგებლები - მზია გვარლიანი, თამარ მოსეშვილი და ნათია ჩახმახაშვილი. პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ და კლასები თასებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას მიწვეული სტუმარი, ვაზიანის მეოთხე ბრიგადის სერჟანტი - რობო ხოზრევანიძე დაესწრო, რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მოიწვიეს, ვინაიდან ეს კლასი 16 ნოემბერს, სამხედროს მასწავლებლის - ლელა იოსელიანის თაოსნობით, აღნიშნულ ბრიგადაში იმყოფებოდა და საინტერესო აქტივობებში ჩაერთო. კლასმა სტუმრისგან სასიამოვნო საჩუქარი - ტილოზე დაბეჭდილი ერთობლივი სურათი მიიღო.

„ღონისძიება ძალიან ფერადი, სახალისო და საინტერესო იყო. სტუმარი ძალიან ნასიამოვნები დარჩა შთამბეჭდავი ღონისძიებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203