საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში ამაღლებული წინასაახალწლო განწყობაა.
სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომელშიც, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, მიწვეული თოვლის პაპა და ფიფქიაც მონაწილეობდნენ. ბავშვებმა კოსტუმირებული, ლამაზი, ხალისიანი და მრავალფეროვანი სასცენო ნომრები გამართეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში დამრიგებლების - სოფო გიბიშვილის, ნათია ფიცხელაურის, თამუნა ავალიანის, ნინელი ფარჯიანის, მაია დადვანისა და როზა თავაძის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, დამრიგებლებმა დიდი შრომა და ენერგია ჩადეს შთამბეჭდავ ღონისძიებაში.
საახალწლო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: