უდაბნოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
28-12-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, სკოლის იდეათეკის კაბინეტში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მასში მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აქტივობას დამრიგებლები - მაია დადვანი და ბაია თავაძე ხელმძღვანელობდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი მოსწავლეებს მსგავს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.