გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა
14-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა.

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები: დმიტრი მიროშნიკოვი, კონსტანტინ ოსლოპოვი, რობერტ ალვანჯიანი.

ისინი ასევე რაიონულ ტურნირში მონაწილეობდნენ 

„მართალია, მათ რაიონულ ტურნირში საპრიზო ადგილები ვერ აიღეს, მაგრამ სკოლაში დადებითი ემოციებით დამუხტულები დაბრუნდნენ“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც აქტიურად ტარდება მსგავსი ღონისძიებები და შეჯიბრებები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203