
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სომხეთში გამართულ კარატეს შეჯიბრში ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში, მე-2 კლასის მოსწავლემ - ჟირაირ მარკოსიანმა, მე-4 კლასის მოსწავლემ - რუზანნა ისპირიანმა და მე-6 კლასის მოსწავლემ - ულიანა ოსლოპოვამ მესამე ადგილები დაიკავეს.
შეჯიბრში აგრეთვე მონაწილეობდნენ: მე-5 კლასის მოსწავლე არტაშეს მარკოსიანი და პირველი კლასის მოსწავლე პაველ გონჩაროვი.
სკოლის დირექციამ, ყველა მონაწილეს მიულოცა წარმატება და მათ საზეიმოდ გადასცა სიგელები.
იხილეთ ფოტოები: