„თუ ამ ნახატზე ქუდს ხედავ ე. ი. მეტი უნდა იკითხო“ -კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ადამიანის ცხოვრებაში წიგნის როლზე დისკუსია გამართეს
29-11-2023

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ.

ახლახან, X კლასში, საინტერესო დისკუსია მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის როლზე ადამიანის ცხოვრებაში. 

მეათეკლასელებმა გაიხსენეს ფრანგი მწერლების - გი დე მოპასანისა და ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ციტატები.

მათ საყვარელ ნახატზე, პატარა უფლისწულიდან, კი ფრანგულ ენაზე ასეთი წარწერა გააკეთეს - „თუ ამ ნახატზე ქუდს ხედავ ე. ი. მეტი უნდა იკითხო“.

მათ მიერ ლამაზად გაფორმებულმა პლაკატმა კი ფრანგული ენის კაბინეტი დაამშვენა.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისით ეუფლებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203