კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მესამეკლასელებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესწავლისას, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დიდ სცენაზე ნახეს
28-11-2023

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას მეტად საინტერესო აქტივობებითა და სასწავლო რესურსებით ეუფლებიან. პედაგოგები გაკვეთილების გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება.

ახლახან, მე-3 კლასში ჩატარდა რამოდენიმე მეტად საინტერესო გაკვეთილი, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს რომ ვაჟა იყო, უდიდესი მწერალი, რომელმაც უსულო საგანი გაასულიერა.

ცოდნის განსამტკიცებლად, პედაგოგმა მოსწავლეები თეატრში წაიყვანა, სადაც ბავშვებმა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ნახეს. 

„გადავწყვიტეთ გვენახა, სცენაზე გაცოცხლებული ნაწარმოები, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, რამაც განამტკიცა ბავშვებში ვაჟას სიყვარული და ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების პატივისცემა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სპექტაკლმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, აღაფრთოვანა და ბუნების მიმართ სიყვარული გააღვივა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203