გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
27-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. 

სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება „შემოდგომის გაცილება“ გამართეს, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონდოემებით ჩაერთო. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა იმღერეს და შემოდგომაზე ლექსები წაიკითხეს. მეშვიდე კლასის მოსწავლე მილენა ალვანჯიანმა ნაციონალური ცეკვები შეასრულა.

თითოეულმა მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და ცოდნა გაიღრმავა. ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა, მასწავლებლებლებთან ერთად, იცეკვეს და იმხიარულეს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203