„განწყობის, ფერებისა და გემოების მთელი გამა“- საშემოდგომო ღონისძიება კერძო სკოლა „ჰელიოსში“
24-11-2023

„ამბობენ, შემოდგომა განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩევაო…“, - ასეთივე განასკუთრებული იყო კერძო სკოლა „ჰელიოსის“ საშემოდგომო ღონისძიებაც. 

მთელი სკოლა ოქროსფრად, საშემოდგომო ნუგბარითა და თემატური დეკორაციებით მოირთო, საზეიმოდ გამოეწყვნენ მოსწავლეებიც და დღე დიდი ჟრიამულით გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, შექმნეს განწყობის, ფერებისა და გემოების მთელი გამა. 

დღე დაუვიწყარი, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.

„გაგვამხნევა, გაგვაბედნიერა და ნამდვილი საშემოდგომო განწყობა შექმნა“,- ასე აფასებენ მოსწავლეთა შთამბეჭდავ წარმოდგენას სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203