„შემოდგომის გაცილება“- მაღლაკის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
24-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად კი, სასკოლო საზოგადიებას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგებმა ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ შესთავაზეს. მათ სხვადასხვა ნომერი გამართეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მათ თავიანთი როლები წარმატებით მოირგეს და მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარდგნენ.
ღონისძიება მუსიკის პედაგოგს - მაკა კაკაბაძის, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასების დამრიგებლების - ფიქრია გომართელის, სოფიკო სახელაშვილის, სოფიკო გოგაიასა და მარიამ დადუნაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს, პირველი კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ დამრიგებელთან ერთად, ჩურჩხელები ამოავლეს.