კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ეგვიპტური სათამაშოები დაამზადეს
21-11-2023

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მრავალმხრივ განვითარებული და შემოქმედებითი მოსწავლეები სასწავლო გარემოს შთამბეჭდავი ნამუშევრებით აფორმებენ. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები ეგვიპტური სათამაშოებით მოიხიბლნენ. 

როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ეგვიპტე გამორჩეული ქვეყანაა თავისი ისტორიით, კულტურითა და ხელოვნებით, გამორჩეულად საინტერესოა ეგვიპტური სათამაშოებიც, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანი და დეკორატიულია. 

ეგვიპტური სათამაშოებით დაინტერესებულმა მეშვიდეკლასელებმა, ამავე სტილში შექმნეს ნამუშევრები, რომლებმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, მათი ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენასა და მათთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203