კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები საკრავების მუზეუმს სტუმრობდნენ
21-11-2023

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, კლასგარეშე განათლებასა და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამის დასტურია Vl კლასის მოსწავლეების გასვლითი ღონისძიება. ბავშვები საკრავების მუზეუმს ესტუმრნენ და დიდი ინტერესით გაეცნენ დაცულ ექსპონატებს. 

მუზეუმში გამოფენილმა მრავალრიცხოვანმა მუსიკალურმა ინსტრუმენტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. 

მოსწავლეები დიდი დაკვირვებით ისმენდნენ თითოეული ინსტრუმენტის შექმნის, წარმომავლობისა და გავრცელების ისტორიას. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საგაკვეთილო პროცესის დროს, რადგან მოსწავლეს უფრო მეტი ინტერესი უჩნდება იმ თემისადმი, რომელსაც პროგრამით გათვალისწინებული მოკლე საინფორმაციო ტექსტები იძლევა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203