
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ყოფილა.
აღნიშნულ დღეს, ბავშვებმა მწერლის ცხოვრება - შემოქმედება და მოღვაწეობა გაიხსენეს. მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა საამაყო მამულიშვილის ხსოვნას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებას არც ცეკვებისა და ვიოლინოს ჰანგების გარეშე ჩაუვლია, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში დაიბადა.