
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მუდმივად ცდილობენ, სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებს მოარგონ და შექმნან შედეგზე ორიენტირებული გარემო.
სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებისთვის, განმავითარებელ, შემოქმედებით და პროდუქტიულ აქტივობებს აწყობენ.
ამჯერად, 2ა კლასის მოსწავლეები ქართული ენის სწავლების ფარგლებში, ერთმანეთს წერით დავალებაში შეეჯიბრნენ.
საბრძოლო განწყობით, უშვრეტი ენთუზიაზმითა და დიდი მოტივაციით, მოსწავლეები პირველობისთვის იბრძოდნენ. მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურეს, საბოლოოდ კი, ღირსეული გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
აღსანიშნავია, რომ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ სასკოლო საღამოზე.
იხილეთ ფოტოები: