კერძო სკოლა „ჰელიოსში“ შთამბეჭდავი კოსტიუმირებული ღონისძიება გაიმართა
08-11-2023

კერძო სკოლა „ჰელიოსის“, მეორეკლასელებმა ჰელოუინი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს. 

მასშტაბურ დღესასწაულს II კლასის მოსწავლეებიც, საზეიმო განწყობით, დიდი ენთუზიაზმითა და ჟრიამულით შეუერთდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და განასახიერეს მათი სურვილისამებრ შერჩეული გმირები, რაც მათთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

შთამბეჭდავი კოსტიუმები, გაფორმებული საკლასო ოთახი და ზღვა ემოციებით დატვირთული მეორეკლასელები - ასეთი იყო დაუვიწყარი „ჰელოუინი“ კერძო სკოლა „ჰელიოსში“. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა განწყობაზე ზრუნვასს და მათთვის სასწავლო პროცესის თავგადასავლებით სავსე სამყაროდ ქცევას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203